Friday, January 31, 2014

ყველაზე ინოვაციური მარკეტინგი, რომელმაც უდიდესი წარმატება მოიპოვა




პირველ რიგში რაც ადამიანს ხვდება თვალში არის ფირმის ლოგო, სლოგანი და რაც მთავარია პიროვნებაზე უდიდეს გავლენას ახდენს რეკლამა.
   თითოეული ფირმა, რომელსაც სურს 21-ე სუნეში მიაღწიოს წარმატებას, ცდილობს მის საქმიანობაში ჩართოს რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი და რასაკვირველია ეს რაღაც ახალი ხერხით გააკეთოს.




Threadless.com. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა იცის ეს საიტი. დღევანდელ პოსტში ის მოხვდა, რადგან ნამდვილად იმსახურებს ინოვატორებში ადგილს, ყველაზე რეატიული მარკეტინგული სტრატეგიით. ეს არის ფირმა , რომელიც აღარ ხარჯავს ათასობით და მილიონობით თანხებს მარკეტინგის განვითარებასა და ფირმის რეკლამირებაზე- ამას თავად მომხმარებელი აკეთებს.


                  
Threadless.com შეიქმნა 2000 წელს ჩიკაგოში, $1000 საწყისი კაპიტალით. ის ცნობილია , როგორც მაისურებისა და სხვადასხვა აქსესუარების მწარმოებელი ონლაინ კომპანია, რომელმაც მთლიანი ბიზნესი თავისი მომხმარებლების გარშემო ააგო. აქ საიტის ვიზიტორებს შეუძლიათ, გააკეთონ შეთავაზება მაისურის ახალი დიზაინისა და ასევე ხმის მიცემით გადაწყვიტონ, რომელი დიზაინის მაისურები აწარმოოს კომპანიამ. ხმის მიცემის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო მოდელები იკერება და იყიდება როგორც ვებსაიტზე, ასევე კომპანიის საკუთარ მაღაზიაში.

   პირველ რიგში ალბათ გაინტერესებთ რა სარგებელია აქვს პიროვნებას მათი დახმარებით. რა არის 1.8 მილიონიანი ონლაინ-საზოგადოების მოტივაცია, შეუქმნას და შეურჩიოს კომპანიას პროდუქტი, რომელსაც თავად იყიდის მომავალში? საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანები ძირითადად დამწყები მხატვარ-დიზაინერები არიან, რომლებიც კომპანიის საქმიანობაში უფასოდ შეტანილი წვლილის სანაცვლოდ მოელიან აღიარებას, როგორც მთავარ ჯილდოს. ამ საქმის კეთებით მათ შანსი ეძლევათ გამოავლინონ ნიჭი. არსებობს ფულადი ანაზღაურებაც, დიზაინერი იღებს $2000 ნაღდ ფულს, თუ კომპანია მის შექმნილ მაისურს შეკერავს.
   ამ გზით Threadless-მა მოახერხა 1.8 მილიონი მომხმარებლის მოზიდვა და მათი დასაქება.
     Threadless.com-ს გაცნობიერებული აქვს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს 1.8 მილიონი ადამიანი რაც შეიძლება ახლოს შემოიკრიბოს ბრენდის გარშემო. ამ მიზნით ურთიერთობა ინტერნეტის გარეთ გრძელდება: ეწყობა წვეულებები, შეხვედრები, დაჯილდოება Bestee Awards, და ა.შ.

    ეს ერთ-ერთი კარგი მაგალითი იმისა, რომ არ არის საჭირო გქონდეს მილიონები მსხვილი ბიზნესის დაწყებისათვის.
   
დღეს-დღეობით რეკლამა უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ პრდუქტის ან მომსახურების რეკლამირება. წარმოგიდგენთ ყველაზე კრეატიულ რეკლამებს, რომლებმაც სახალხო მოწონება და ჯილდოები დაიმასხურა. 
რეკლამა ამბობს: "Harry-ის პური ლამაზი და რბილი"

ცნობილი შვეიცარული საათის რეკლამა.

Fedex “From China to Australia" 


Coca-cola , რომელიც მუდამ სთავაზობს მომხმარებელს სიახლეს ^_^


 


 

No comments:

Post a Comment