Wednesday, January 29, 2014

ChromBook-  ყველაზე მარტივი გზა ინტერნეტთან წვდომისთვის.


 
     
     უახლესი  პრუდუქტი google-სგან საშუალებას გაძლევთ  იმუშავეთ ქრომის ოპერატიული სისტემით მარტივად და კომფორტულად  
   
    “ დრო ფულია” . ეს გამოთქმა არასდროს არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი, როგრც 21-ე საუკუნეში. წარმოიდგინეთ რამდენ დროს კარგავთ ყოველდღიურად კომპიუტერის ჩართვით, სხვადასხვა სისტემების გაშვებასა და ინტერნეტში შესვლისათვის. chrombook  აგაცილებთ ამ პრობლემას .
   ეს არის Notebook, რომელიც სულ რაგაც 1.25 კგ. იწონის . ის წამიერად გაძლევთ საშუალებას ჩართოთ კომპიუტერი და შეხვიდეთ თქვენთვის სასურველ საიტზე. 
  notebook-ის გახსნისას ის მომენტალურად ირთვება, ხოლო ინტერნეტთან წვდომა სულ რაღაც 8 წამში ხდება. 




chrombook საშუალებას გაძლევთ  დაცული იყოთ ვირუსებისგან.web store-დან გამდმოწეროთ უამრავი აპლიაცია და რაც მთავარია დაიცვათ თქვენი კონფედენციალურობა.  სხვა მომხმარებლებს თქვენი Chromebook-ით სარგებლობა მხოლოდ სტუმრის სტატუსით შეეძლებათ.
  Chromebook-ით შეგიძლიათ:
  • ფოტოებისა და ფაილების ატვირთვა
  • ვიდეო ჩატისა და ხმოავანი კონფერენციის გამართვა
  • ონლაინში ყოფნა უკაბელო ინტერნეტით ან 3G-ს მეშვეობით.
  • Chromebook-ის პარამეტრების შეცვლა
  • Chrome-ს მიღმა ინტერნეტის სხვა სერვისების/ფუნქციების გამოყენება გაზიარების საშულება
  • Google Cloud Print-ის დაყენების შესაძლებლობა
  • Chromebook-ის სხვა მომხმარებლებთან დაკავშირება.


chrombook  გარდა ამ უნიკალური შესაძლებლობებისა გთავაზობთ ყველაზე
თანამედროვე კლავიატურას, სადაც ერთი დაწკაპუნებით შეძლებთ დააბნელოთ ეკრანი, გამორთოთ ხმა ,  გადაიღოთ screenshot-ები ყველა მონაკვეთის.
   მისი  გამოყენება ძალიან მარტივია. მასზე მუშაობას შეძლებს როგორც ბავშვი, ასევე ხანშიშესული პიროვნება.
    
    notebook-ის მომხმარებლებს ხშირად გვექმნება პრობლემა კვების ბლოკის. მუდმივი მუშაობის ქვეშ 1-2 საათი თუ შეგვიძლია გამოვიყენოთ ისინი. ამ პრობლემასაც მოგიგვარებთ chrombook-ი. ის უწყვეტად 8.5 საათის განმავლობაში არის ჩართული. 

           





       მას გააჩნია უარყოფითი მხარეებიც. მთავარია განსაზღვროთ თქვენი სამუშაო, რადგან  chrombook  არის შექმნილი პირებისთვის , რომლებისთვისაც ინტერნეტი არის მოქმედების მთავარი წყარო.  ის არ არის გართობისთვის, თამაშის მოყვარულთათვის, რომლებიც chrombook-ის 16 გბ. მეხსიერებას გამოიყენებენ გასართობი აპლიკაციების გამოსაყენებლად. ის სამუშაოსთვის არის შექმნილი. თუ თქვენ გაქვთ თქვენი ბლოგი, მოგზაურობთ, იღებთ სურათებს და აქტიური ბლოგერი ხართ -chrombook  საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. თუ ხართ მენეჯერი, ხშირად იყენებთ ცხილებსა და მონაცემებს, chrombook  საუკეთესოა.
 google-ი აქ გთავაზობთ ყველა თავის პროდუქტს ერთ კომფორტულ სისტემაში. და დღესდღეობით მათი რიცხვი და მნიშვნელობა კი ნამდვილად ძალიან დიდია.  


 

        

1 comment:

  1. Harrah's Casino - Las Vegas, NV - Mapyro
    777 Harrah's Blvd South 시흥 출장마사지 Las Vegas, NV 평택 출장마사지 89109 Harrah's 진주 출장안마 Las Vegas is the hotel and 정읍 출장샵 casino located on the Strip in Paradise, Nevada. This casino is owned and operated by Check In: 2:00pmHandicap 충청남도 출장마사지 Rooms: 1600 Rating: 4.4 · ‎32,955 votes

    ReplyDelete