Thursday, January 23, 2014

ფერები და ბიზნესი



და ბიზნესი
  როგორია ფერების გავლენა ბიზნესზე?
   რატომ იყენებს ვოლმარტი და ფორდი ჭარბად ლურჯს?
   რატომ გვხვდება კოკა-კოლის და Mcdonald-ის რეკლამებში წითელი?

  და რა ფერია საუკეთესო თქვენი ბიზნესის წამოსაწყებად?

და ბიზნესი
  როგორია ფერების გავლენა ბიზნესზე?
   რატომ იყენებს ვოლმარტი და ფორდი ჭარბად ლურჯს?
   რატომ გვხვდება კოკა-კოლის და Mcdonald-ის რეკლამებში წითელი?
  და რა ფერია საუკეთესო თქვენი ბიზნესის წამოსაწყებად?
შევეცდები ამ კითხვებზე გაგცეთ პასუხი .



ფერის არჩევა შენს იდენტურობას უსვამს ხაზს.






როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფერი პროდუქტის შერჩევისას მომხმარებლის 60-80%-ის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებს.რაც იმას ნიშნავს,რომ სწორედ კარგად არჩეულ ფერს შეუძლია პროდუქტი გახადოს მოთხოვნადი ანდა სულაც კომპანია დიდ ზარალში გადააგდოს. ის პირველი კომპონენტია, რასაც ადამიანი ლოგოზე აღიქვამს, ამიტომ ფერი  გამოკვეთილად უნდა ფიგურირებდეს კომპანიის ლოგოსა და პროდუქტზე.


ფერების ფსიქოლოგია


ფერის სიმბოლიკას უძველესი ისტორია აქვს. “ფერის წაკითხვას” ადამიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რამაც თავისი ასახვა ჰპოვა მითოლოგიაში, ხალხურ გადმოცემებში, ზღაპრებში, სხვადასხვა რალიგიურ, თუ მისტიკურ სწავლებებში. მაგალითად, ასტროლოგიაში ცისარტყელას 7 ფერს 7 ძირითადი პლანეტა შეესაბამება: წითელი მარსის ფერია, ლურჯი – ვენერასი, ყვითელი – მერკურის, მწვანე –სატურნის, ალისფერი - იუპიტერის, ნარინჯი სფერი - მზის, იისფერი კი მთვარის სიმბოლოა.     
 სხვადასხვა ერებს, დროთა ვითარებაში, მათთვის დამახასიათებელი ფერთა სიმბოლიკა ჩამოუყალიბდათ. ადამიანები, როგორც წესი, ერთ, ან მაქსიმუმ ორ-სამ ფერს ანიჭებენ უპირატესობას ( იმის მიხედვით, თუ სად ვიყენებთ ამ ფერებს – ტანსაცმლის, ინტერიერის თუ ავტომობილის შერჩევისას).. ფერი, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ, ვრცელ ინფორმაციას იძლევა თქვენი ხასიათის და ემოციური მდგომარეობის შესახებ.  გამოცდოლი და დაკვირვებული თვალს შეუძლია დამატებით ინფორმაცია მიიღოს ადამიანზე მისი ავტომობილის ფერის მიხედვით. ამერიკელი ფსიქოლოგი ბერტოლდ შვარცი ამტკიცებს რომ წითელი და ყვითელი ავტომობილების მფლობელები ოპტიმისტი, სიცოცხლის მოყვარული და ბედნიერი ადამიანები არიან. მწვანე მანქანის მფლობელები რეალისტურად უყურებენ ცხოვრებას, ლურჯ ფერს გაწონასწორებული ხალხი ირჩევს, თეთრ ფერს კონსერვატული შეხედულებების მქონე ადამიანები ფლობენ, შავი მანქანით კი საქმიანი ადამიანები დადიან. რუხი და ვერცხლისფერი მანქანა თვითკმაყოფილ მძღოლებს ჰყავთ, ყავისფერს კი დიდი და ძლიერი ოჯახის მქონენი ირჩევენ.

  

დავუბრუნდეთ ბიზნესს
კომპანიების კვლევის შედეგად დადგინდა ,რომ 33% ცისფერს ანიჭებს უპირატესობას, მას მოყვება 29%-ით წითელი, 28 % შავი ან ნაცრისფერი , 13 % ყვითელი ან ოქროსფერს. ასევე დადგინდა, რომ კომპანიების 95% ერთ ან ორ ფერს იყენებს. 5 % ორზე მეტს. 41% მხოლოდ ტექსტით შემოიფარგლება, 9% კი საერთოდ არ გამოსახავს სახელწოდებას.
    ფერებს ასეთი დიდი მნიშვნელობა მათი კატეგორიების გამო აქვთ. არსებობს თბილი და ცივი ფერები. თბილი ფერები უფრო მეტად ენერგიასთან, ცივი კი სიმშვიდესა და თავდაჯერებულობასთანაა დაკავშირებული.

Add caption



ყველა ფერს საკუთარი კოდი გააჩნია და ამით, კონკრეტულ შეგრძნებებთან ასოცირდება.





 მსხვილ კომპანიებს და არამარტო მათ, გააჩნიათ თავიანთი კორპორატიული ფერები. მაგრამ, რა მნიშვნელობა აქვს ფერს ბიზნესისათვის?
ნიშვნელოვანია კორპორატიული ფერების შერჩევა ბიზნესის შინაარსის გათვალისწინებით მოხდეს.

მაშ ასე, გთავაზობთ ძირითადი ფერების დახასიათებას:


წითელი ვნებასა და ინტუიციას აღვიძებს. ეს ფერი აძლიერებს და აჩქარებს გულისცემას. არის აგრესიული, ენერგიული, პროვოკაციული.გამოიყენება აგრესიულ მარკეტინგში, ბრენდის გამოსააშკარავებლად და წარმოსაჩენად.აგრესიულობის და სექსუალობის სიმბოლოა, ამავე დროს ფსიქოლოგიურ დატვირთვით, წითელი ვნების ფერია.წითელ ფერს უმეტესად მოზარდები ირჩევენ.
  საინტერესო ფაქტები წითელთან დაკავშირებით: ფრიკის, ავსტრალიისა და ამერიკის ზოგიერთი ტომი ბრძოლის წინ ტანსა და სახეს წითელი ფერით იღებავდა. კართაგენელებს და სპარტელებს ომში წითელი ტანსაცმელი ეცვათ.ბიზანტიაში მხოლოდ იმპერატორის მეუღლეს შეეძლო წითელი ფეხსაცმლილს ტარება

 


ცისფერი- როგორც უკვე გითხარით, ყველაზე ხშირად ბრენდები ცისფერს ირჩევენ. ადამიანებისთვის მარტივი აღსაქმელია, ასოცირდება ცასთან და ოკეანესთან. აღიქმება როგორც სანდო, საიმედო, უსაფრთხო, გონივრული , პასუხისმგებლობის მქონე.ყველაზე ბუნებრივი ფერია მსოფლიოს მაშტაბით.. ეს არის საუკეთესო გზა თქვენი ბიზნეს მომხმარებლის ერთგულებისთვის.


შავი- ვს იყენებენ კომპანიები, რომლებსაც სურთ ხაზი გაუსკვან კლასიკურობას. ეს ფერი განსაკუთრებით ძვირი პროდუქციის შემთხვევაში მუშაობს. ასოცირდება პრესტიჟთან , ღირებულებასა და დროის სიმცირესთან.შესაძლოა დაუმიზნოთ მაღალ მარკეტინგს ან გამოიყენოთ ახალ მარკეტინგში, რათა  არ შემატოთ მას იდუმალობა.

ყვითელი -აღნიშნავს ბედნიერებას, თბილ გარემოს. მისი მეშვეობით ბიზნესი იქნება ყურადღების მიმქევი. რამდენადაც ყვითელი ფერი ასოცირდება მზესთან, უკავშირდება იმედსა და ოპტიმიზს. ყვითელი ახდენს კრეატივისა და ენერგიის სტმულირებას . მისი კაშკაში განსაკუთრებულად ხელსაყრელია მომხარებლის თვალის მოსაჭრელად. ფერის კოდი : პოზიტიურობა, სიმსუბუქე, სითბო, მოტივაცია და კრეატიულობა.ეს ოქროს ფერია. უძველესი დროიდან აღიქმება, როგორც შემოდგომის, მწიფე თავთავის, გაყვითლებული ფოთლების ფერი.
  საინტერესო ფაქტები: მონღოლ ქალებს ეცვათ ყვითელი ტანსაცმელი წითელი ქამრით. Aამავე დროს, აზიის ზოგიერთ ქვეყნებში ყვითელი დარდის და გლოვის სიმბოლოა. ევროპაში ყვითელი დროშა კარანტინის მანიშნებელი იყო, ყვითელი ჯვარი კი – შავი ჭირის. სლავ ერებში ყვითელი ეჭვიანობის და ღალატის სიმბოლოა.

სტაფილოსფერი არის სიცოცხლითსავსე და აღვიძებს სხავდასხვა შეგრძნებებს. ასოცირდება სიცოცხლისუნარიანობასთან , სითამამესთან , ენერგიულობასა და მხიარულებასთან.
თეთრი ასოცრიდება სიწმინდესთან და სისუფთავესთან. ადამიანები ამ ფერს საქორწინო კაბასა და ექიმის ხალათს უკავშირებენ. ამის გამო თეთრი მომგებიანი ფერია ჯანრმთელობის დაცვისა და ბავშვებთან დაკავშირებულ ბიზნესის დროს. ასოცირდება დიდსულოვნებასა და კეთილსობილებასთან, სინაზესთან, სიწმინდესთან , სისუფთავესთან.
ვარდისფერი - რომანტიკული, საყვარელი და ნაზი. ვარდისფერმა შეიძლება ბრენდს შესძინოს მშვიდი ეფექტი.
იასამნისფერი მისტიურ ფერად მიიჩნევა. მისი სიმდიდრე გამოხატავს ელეგანტურობასა და არისტოკრატულობას. მისი საშუალებით გამოიყურებით პრემიუმ მომსახურების სერვისად
  ყავისფერი ასოცირდება სიძლიერეს და სიმტკიცესთან. თუმცა, მისი გამოყენებისას სიფრთხიელა საჭირო, რადგან ადამინების უმეტესობისთვის ჭუჭყსა და ნაგავთან სოცირდება.
მწვანე- არის სიმბოლო ბუნებრივობისა და ნაყოფიერებისა. გამოიყენება წყნარი ეფექტის ან გამოსახულების გაზრდისთვის.ალახისა და ფოთლების ფერია.




მაღალი ღირებულების საქონელი ხშირად გხვდება შავ, ოქროსფერ და ლურჯ ფერებში.  ეს მიდგომაა გამოყენებული ძვირფასი სუნამოების შექმნისას. წითლისა და ყვითლის კომბინაცია, პირიქით, დაკავშირებულია სიხარულის, სითბოს, მხიარულების განცდასთან. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ ამ ფერს იყენებენ Mc Donald's –ი და ჩაი Lipton-ი.
 არსებობს ფერები, რომელთა ერთად გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია, რადგან მყიდველში ნეგატიურ ემოციებს იწვევს. მაგალითად, იისფერი და ნარინჯისფერი გამოუვალ, სუიციდურ მდგომაეობას ასახავს. იგივე ეფექტი აქვა თეთ წარწერას ძალიან მუქ, შავ ფონზე.

შეარჩიეთ თქვენს ბიზნესზე მორგებული , შესაბამისად შეუხამეთ ერთმანეთს და განსაზღვრეთ მათი დახმარებით თქვენი კომპანიის ხასიათი.

   და თქვენ რომელ ფერს ანიჭებთ უპირატესობას?


No comments:

Post a Comment