Friday, January 10, 2014

Oculus Rift


        ვირტუალური რეალობა ,როგორც უკვე გსმენიათ,  კომპიუტერული გამოსახულებებითა და ხმებით სამყაროს მოდელირების (ხელახლა შექმნის) ხერხია. ამ ვირტუალურ სამყაროში მოსახვედრად  საგანგებო ჩაფხუტი უნდა დაიხუროთ, რომელიც  ეკრანებზე სამგანზომილებიან გამოსახულებებს გიჩვენებთ. ვირტუალური რეალობა ისეთ შეგრძნებას იწვევს, თითქოს სინამდვილეს ხედავდე, იქ იმყოფებოდე. ვირტუალურ რეალობას ჩინებულად იყენებენ წვრთნისა და სწავლებისთვის. მას შეუძლია თითქმის ნებისმიერი ვითარების მოდელირება მოახდინოს. მაგალითად, ვირტუალური თვითმფრინავი მფრინავებს საწვრთნელად გამოიყენება, ხოლო ვირტუალური ავტომანქანა — მძღოლებისა…..ვირტუალური წრვთნა რეალურ პირობებში მეცადინეობაზე უფრო იაფი და უსაფრთხოა.




 



   


    ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან ერთად სათამაშო ინდუსტრიაც საკმაოდ სწრაფად ვითარდება. მოწყობილობა, რომლის განხილვასაც ამ თემაში ვაპირებ ნამდვილად იწვევს მომავალზე დაფიქრების სურვილს . ეს არის ყველაზე თანამედროვე, ახალი თაობის მოწყობილობა-Oculus Rift.
    სათვალე, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს თავად გახდეს მისი საყვარელი თამაშის მონაწილე და   ვირტუალურ რეალობაში იმოგზაუროს.  სიტყვა oculus ლათინურია და აღნიშნავს თვალს, rift- ბზარს, ნაპრალს , გაპობას. სათვალე შექმნა კომპანია Oculus VR™ , რომლის დამფუძნებელია პალმერ ლაკი, შეერთებული შტატების სამხედრო ინჟინერი.


    
მოწყობილობის ტექნიკური მონაცემები:
  • გაფართოვება - 1920×1080
  • ხედვის არეალი (ჰორიზონტალური) - 90 გრადუსი
  • ხედვის არეალი (დიაგონალური) - 110 გრადუსი
  • მოძრაობის ფიქსირება - თავის ტრიალი
  • თავის მოძრაობის დაფიქსირების სიხშირე - 1000 გჰ (1000-ჯერ წამში)
  • პლადფორმები - PC, Android
  • კომპიუტეზე შესაერთებელი პროტები - DVI/HDMI და USB
  • მასა - 250 გრამი




     სტერეოსკოპური 3D ხედვის არეალი  საშუალებას იძლევა ბევრად უფრო კომფორტული და ბუნებრივი იყოს გამოსახულება. 
  Oculus Rift-ის მეშვეობით სათამაშო ინდუსტრიის შემქმნელებს ბევრად უფრო დიდი გასაქანი მიეცათ. მას აქვს უნიკალური შესაძლებლობები. მაგალითად,რამდენად წარმოუდგელადაც არ უნდა ჟღერდეს თქვენ შეგიძლიათ გადალახოთ ნებისმიერი ფობია. გეშინიათ ცხოველის? მას შეუძლია ვირტუალურად დაგამეგობროთ მასთან და ყოოველგვარი შიში დაგაძლევინოთ.
  Oculus Rift-ს  ფართო სპექტრი აქვს. თანდათანობით იწყება მისი მთელ  მსოფლიოში გავრცელება.  სულ მალე მას ვნახავთ მედიცინაში, თავდაცვაში, შეგვხვდება მშენებლობაში. 
     და რაც ყველაზე მთავარია. სულ ახლახანს გამოვიდა Oculus Rift-ის უახლესი ვერსია  . მაღალი ხარისხის გარჩევადობის და მოძრაობის კონტროლის  მქონე პროტოტიპი- Crystal Cove.      ის მეტი უპირატესობებით გამოირჩევა. სათვალე გაცილებით გამჭვირვალე და ნათელია.   


მან არა მხოლოდ ის იცის თუ რას ხედავთ, არამედ გრძნობს თუ რისკენ გაქვთ მიდრეკილება.






მადლობა ყურადღებისთვის :)


მეტი ინფორმაციისთის ეწვიეთ საიტებს:




No comments:

Post a Comment