Wednesday, January 15, 2014


10 რჩევა თუ როგორ ვიყოთ უკეთესი ანტრეპრენიორები 2014 წელს

    ახალი წლის დადგომა მშვენიერი მიზეზია, რათა  საფუძვლიანად გავაანალიზოთ ჩვენი ჩვევები, მოვიშოროთ სიზარმაცე და მთლიანად გადავერთოთ საქმიანობაში.
ყოველი წელი  ახალ დავალებებს გვთხოვს,  , ასე რომ ყოველთვის კარგია  მთლანად შევაჯამოთ თუ რა ვისწავლეთ  და მომზადებულები შევხვდეთ ახალ წელს.
     
   ქვევით წარმოგიდგენთ 10 რჩევას, თუ როგორ გავხდეთ უკეთესი ანტრეპრენიორები 2014 წელს.





 1. თვალი გაუსწორე შენს ნაკლოვანებებს.
          მარტივია დაინახო  ძლიერი მხარე , მართალია ხანდახან ნაკლოვანებების აღმოჩენა და დაფიქსირება ადამიანში უმოქმედობას იწვევს, თუმცა თუ გსურს წინსვლა და გაზრდა საქმიანობაში, აუცილებელია მათთან შეჯახება.
     არსებობს მილიარდობით მიზეზი “არ შემიძლია” და უმეტესობა მათგანი ეფუძნება არაფერს, თუ არა შიშს- ხანდახან უბრალოდ ჯიუტად ვდგავართ ჩვენს გზაზე და ეს უნდა მოვიშოროთ.
          2014 წელი გამოიყენე შენი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. პირისპირ დაუდექი მათ. თეორიული ცოდნა ძალიან კარგია, მაგრამ დღევანდელობა ითხოვს მოქმედებას. ინტერნეტის გამოყენებისას იაქტიურე. ეძებე ინფორმაციები, სტატიები, მენტორები, online კონსულტაციები და გამოიყენე ყველაფერი შენს სასარგებლოდ.



2. გააერთიანე  პირადი და სამუშაოხოვრება. 

პროფესიული და პირადი ცხოვრება შეიძლება იყოს საშინელი,მძიმე ერთმანეთისთვის, ქმნიდეს დისბალანსს. დაამსხვრიე წონასწორობა. ფოკუსირება გააკეთე იმაზე, თუ რისკენ გაქვთ მიდრეკილება და შეეცადე მას დაუთმო უფრო მეტი დრო შენს ცხოვრებაში.
  2014 წლისთვის, ეძებე სწრაფი და მოხერხებული გზები, რათა შერწყა შენი სამსახური და პირადი ცხოვრება  უფრო  ჯანსაღი სტილით, რომელიც უკეთესი იქნება შენთვის,ადამიანთათვის  რომელიც გიყვრარს და შენი სამსახურისთვის.





3. მძიმე სამუშაო “აპლიკაციებს “ დაუთმე. რა გაკარგვინებთ დროს? ამისთვის ალბათ მოიძებნება  რაიმე აპლიკაცია. მას დაავალე კეთება ასეთი საქმის . მაგალითად Cardmunch მშვენიერი პროგრამაა. ის ავტომატურად აქცევს ბიზნეს  ბარათებს კონტაქნებად, ღილაკის ერთი დაჭერით . ასევე 1Password stores -ყველა შენი პაროლი და ლოგინი დაცულად, ადვილად ხელმისაწვდომ ფორმაში. თუ შენს ამოცანას მიაქვს დიდი დრო, შეეცადე მოძებნო ამდაგვარი მარტივი ხერხი, რათა დაზოგო ის.





 
4. დაეხმარე სხვებს.
როდესაც ვინმე გაწვდის მის სავიზიტო ბარათს, იფიქრე როგორ დაეხმარო მას. უნდა გიყვარდეს ხალხთან ურთიერთობა და აფასებდე, როცა იგივეს აკეთებენ შენთვის.ეცადე მუდამ იყო დროული. დახმარება შეიძლება თუნდაც უმარტივესი ხერხებით. მაგალითად: შენს კოლეგებთან დააკავშირო ისინი, გაუგზავნო წიგნი  ან ელექტრონული თემა გამოსადეგი მისთვის.

 5. მუდამ ჩაინიშნე ყველაფერი. უცხო  ბარათის მიიღე?  იმ წამსვე  გაუკეთე მინიშნება. სასწრაფოდ დაწერე  ცოტა მაინც, თუნდაც პატარა მინაწერი , რასაც   ვერ გეტყვის თვითონ ბარათი. როგორიცაა   ინტერესები, მიზნები და საერთო კონტაქტები, სხვა დეტალებთან ერთად. იმოქმედე სხარტად,როდესაც შენს თავში ახალი იდეა ჩნდება(ნათურა ინთება) და იყავი ლაკონური.

6.მზად იყავი დამღლელი და რთული საუბრებისთვის.
მეგობარმა რამოდენიმე წლის წინ მითხრა ისეთი რამ, რამაც ძალიან ჩამაფიქრა.“ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია რთული საუბრის ქონა, დიდხანს ვერ გასტანს?! . „რა ღრმა, მართალი მტკიცებაა - როგორც პირადა ცხოვრებაში, ასევე პროფესიონალურად.
გქონდეთ რთული საუბრები 2014 წელს: როგორც სამსახურში ასევე სახლში, სხვებთან და საკუთარ თავთან. თუ ამ საუბრებს სწორი გზით წაიყვან, მიხვდები რომ დიდი ნაბიჯები გადადგი და გაიზარე.

  7.ქციე თამაშად ძირითადი მოქმედების ინდიკატორი. ყველაფერში რასაც წელს გააკეთებ იპოვე ძირითადი მოქმედების ინდიკატორი, რომელიც დაკავშირებული იქნება წარმატებასთან ან წარუმატებლობასთან.
აქციე თამაშად საქმიანობის რაღაც ნაწილი და გაერთე. მაგალითად, როდესაც მუშაობ მსხვილ პროექტზე, შეეცადე ბოლოსკენ დაურთო რაიმე გასართობი, თუნდაც მცირე :)





. 8. გქონდეთ წესი, დაუთმოთ 2 წუთი „უტვინო ამოცანებს“. შეინარჩუნე შენი პერფექციონისტული ტენდეციები სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმისთვის. განიტვირთე, დილით სანამ შენს დღეს დაგეგმავ  და დღის მიზნებს დაისახავ. დრო როდესაც უნდა ამოვაგდოტ  სამუშაო  დროებით და სათანადოდ  დავუთმოთ პრიორიტეტებს და სხვადასხვა იდეებს.

9. ვიზუალური შემოვლითი გზები. რა არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ დარწმუნებულები ვიყოთ, რომ შესყიდვების იდეები ბაზრამდე მიაღწევს ? ამაზე დარწმუნებით ვერ ვუპასუხებთ. თავად  მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ დავზოგე უამრავი დრო ჩემი იდეების ვიზუალურად წარმოდგენის საშუალებით. გარდა დროის ფაქტორისა, მოყოლა შენი იდეის, გეგმისა თუ სტრატეგიის მეტად ჯგუფურ გარემოს ქმნის გუნდში. რატომ ხდება ასე?
ვიზუალური იდეები და ლაკონური მოთხოვნები უფრო მეტად უნდა იყოს გაზიარებული მომუშავე ჯგუფებში, ამით გავაუმჯობესებთ ადრეული ეტაპის გეგმებს: ახალ იდეებს ან პროექტებს.მსგავსი პრეზენტაცები ნიშნავს,  რომ შენ სწორ გზაზე დგახარ. თანაც ეს დაინტერესებულ პირთათვისაც უფრო მოსახერხებელია. მეტიც,, მოთხოვნის მთავარი გასაღებია ნებისმიერი იდეისათვის,რათა ის უფრო მალე წაიწიოს წინ.






10. ჩაებით იმპროვიზაციეულ ჯგუფებში..
ეს დაგეხმარებათ გახდეთ პროფესიონალი თქვენი საქმის.შეგმატებთ თავდაჯერებულობასა და დაგავიწყებთ შიშის გრძნობას წარუმატებლობის შემთხვევაში.
  მართალია იმპროვიზაცია რთულია, მაგრამ  ჯგუფთან ერთად კარგი მასწავლებელი ქმნის შესაბამის კომფორტულ გარემოს , წარმატებით მონაწილეობისთვის.





 იმედი მაქვს გამოგადგებათ ჩემი რჩევები. 

მადლობა ყურადღებისთვის 

No comments:

Post a Comment