დღესდღეობით უამრავი ტერმინი არსებობს, რომელთა მნიშვნელობა ცოტამ თუ იცის. ამ პოსტში ერთ-ერთის განმარტებას შემოგთავაზებთ. ესაა entrepreneurship-ი.
ქართულად ეს სიტყვა ითარგმნება როგორც მეწარმეობა , თუმცა ის მხოლოდ ამ მნიშვნელობით არ შემოიფარგლება. ეს არის უნარი და მზადყოფნა რომ განავითარო, ორგანიზება გაუკეთო და მართო სარისკო ბიზნესი, მთელი მისი საშიშროებებით, რათა მიაღწიო წარმატებას და მიიღო მოგება. ყველაზე ნათელი მაგალითი entrepreneurship-ის არის ახალი ბიზნესის წამოწყება.
ეკონომიკაში, entrepreneurship-ი აერთიანებს მიწას, სამუშაო ძალას, ბუნებრივ რესურსებს და კაპიტალს, რომელიც იძლევა მოგებას.![](https://lh6.googleusercontent.com/rcA6fdnf3yqmBGgcKnhJF_eISfsSxOXxLCO1yiogpFP1b-qElbuhYttStTm9U7zxsUc9xe-oEfD8y_xB8BAIzAdrZKCD2rrQOmILVx4X66-Cdv1LWZWiSSfvOQ)
ეს მეწარმეობრივი (ანტრეპრენიორული) სულისკვეთება ხასიათდება ინოვაციებითა და რისკზე გასვლით და არის განუყოფელი ნაწილი ერების უნარისა, რომ იყვნენ წარმატებულები, მუდამ ცვალებად და ყოველდღიურად უფრო და უფრო კონკურენტუნარიანულ მსოფლიო ბაზარზე.
მეწარმე( ანტრეპრენიორი) არის პიროვნება, რომელიც მართავს და იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, ითავისებს არსებულ რისკს.ის ცვლილებების აგენტია. თავად სიტყვა “Entrepreneour” მომდინარეობს მეცამეტე საუკუნის ფრანგული ზმნიდან -entreprendre, რომელიც აღნიშნავს რაიმეს კეთებას, ხელის მოკიდებას, წამოწყებას. პირველად ეს სიტყვა გამოიყენა ეკონომისტმა რიჩარდ კანტილონმა, 1730 წელს.
Entrepreneurship-ი არის პროცესი , რომელიც კომბინირებული რესურსების გამოყენების ახალ გზებს ეძებს. როდესაც საბაზრო ფასი, გამოწვეული ამ ახალი შეთავსებით უფრო მაღალია,ვიდრე წინა ღირებულება , მეწარმეს შეუძლია მისი ინდივიდუალურად განსხვავებული გზებით შემოთავაზება, სწორედ საიდანაც ის იღებს მოგებას.
წარმოიდგინეთ მეწარმე იღებს საჭირო რესურსებს, ვთქვათ წყვილ ჯინსს, რომელიც შეიძლება გაიყიდოს ოცდაათ დოლარად და ნაცვლად ამისა აქცევს მას ზურგჩანთად, რომელსაც გაყიდის ორმოცდაათ დოლარად, ცხადია ის მიიღებს მოგებას, რომელიც გამოწვეულია შეზღუდული რესურსების განახლებითა და ცვლილებებით.ეს მაგალითი კარგია თვალსაჩინოებისთვის, რადგან კონკურენტუნარიანულ ბაზარზე, პროდუქციის ფასი რეგულირდება მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრულია საჭირო რესურსებით ალტერნატიული მოხმარებისგან.
წარმატებული მეწარმეები ზრდიან ეკონომიკური ნამცხვრის ზომას უკლებლივ ყველასთვის. ბილ გეიტსი, უნივერსიტეტში სწავლების ბოლო წელს BASIC პირველი კომპიუტერისთვის შემუშავების შედეგ, არ გაჩერდა და შექმნა Microsoft-ი ,1975 წელს. 80-იან წლებში IBM თანამშრომლობდა გეიტსთან, რათა უზრუნველეყო კომპიუტერები ოპერატიული სისტემებით, დღესდღეობით ცნობილი , როგორც MS-DOS.ასე იქცა “30 დოლარი ღირებულების პრუდუქტი” მრავალმილიარდიან საქონლად.
სემ ვოლტონი , “Wal-Mart”-ის დამფუძნებელი, იყო კიდევ ერთი მეწარმე, რომელმაც მილიონობით ადამიანს გაუხალისა ცხოვრება . მისმა ინოვაციურმა ხედვამ საწყობის ცენტრების გავრცელებისა და ინვენტარიზაციის კონტროლის შესახებ, განაპირობა Wal-Mart წინსვლა. ოცდაათიოდე წლის განმავლობაში მან შეძლო ერთი მაღაზიიდან გადასულიყო უდიდეს საცალო ვაჭრობის ქსელზე. ეს ყველაფერი მან მოახერხა დაბალი ფასების შემოღებითა და მოსახერხებელი ადგილების შერჩევით, რომელსაც Wal-Mart-ი სთავაზობს მყიდველებს.
ამ პიროვნებებთან ერთად შეგვიძლია დავასახელოთ ცნობილი მეწარმეები, როგორებიც არიან ტედ ტერნერი (CNN) ,ჰენრი ფორდი (Ford ავტომობილები ),რეი კროსი ( მაკდონალდსი ფრანჩაიზინგი ) . მათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს მილიარდობით ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება მთელს მსოფლიოში.![](https://lh5.googleusercontent.com/YMu9Xu86blvW9j7iiVYzHxceudC2qZBjr3whxFOtGxTRtMW55hcSpsdcYm-5zc_FI33z1YUZ53K1BcpkWC0VvFxiyBtCC6lAtLE0dJEkV7K_PTiisLi5JQzbmQ)
თუ გსურთ უფრო მეტი შეიტყოთ ამ საკითხის შესახებ , ეწვიეთ საიტებს
Good Job !
ReplyDeleteკარგი სტატიები, გსმენიათ ბატონი ბენჯამინის შესახებ, ელ.ფოსტა: Lfdsloans@outlook.com --WhatsApp საკონტაქტო: + 1-9893943740-- ვინც მუშაობს დაფინანსების მომსახურებასთან, მათ მაძლევან 95,000.00 აშშ დოლარის სესხი ჩემი ბიზნესის წამოწყების მიზნით და მე ყოველწლიურად ვხდი მათ უკვე ორი წელია, რაც მე კიდევ 2 წელი მაქვს დარჩენილი, თუმცა მე მათთან მუშაობა მსიამოვნებს, რადგან ისინი ნამდვილი სესხის გამსესხებელია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სახის სესხი მოგცეს.
ReplyDelete