Thursday, February 6, 2014


ჩატეხილი ხიდის აღდგენა ტექნოლოგებსა და მარკეტოლოგებს შორის 






















რა ფასი აქვს რეკლამას თუ არ იარსებებს ახალი ტექნოლოგიები და პირიქით, რა ფასი აქვს ტექნოლოგიას თუ მასზე არ იმუშავეს მარკეტოლოგებმა- თითქმის არავითარი !
    ტექნოლოგია და მარკეტინგი საერთო კომპლექტია, თუკი ასე შეიძლება დავარქვათ,მაგრამ არა ისეთი როგორიც კარაქი და პურია ( კარაქს ბევრი შემცვლელი ჰყავს) ეს უფრო ჰგავს H2O,სულერთია გვაქვს მხოლოდ H2, O-ს გარეშე, თუ მხოლოდ O, H2-ის გარეშე- წყალს ვერანაირად ვე მივიღებთ. ასევეა ტექნოლოგიასა და ბაზარს შორის. ერთმანეთის გარეშე ისინი არაფერია,
   ალბათ ფიქრობთ რომ ასეთი მჭიდრო კავშირის შემდეგ მათ შორის უნდა იყოს კოორდინირებული  ურთიერთობა, მაგრამ ეს ასე არ არის. პირიქით, თითოეულს თავისი ენა,  იარაღი და მოქმედების გეგმა აქვს. ცხადია და ნათელი, ამ ორმა ორგანიზაციამ არ იცის რა ენაზე ესაუბრონ ერთმანეთს, ამიტომ შედეგიც სავალალოა: არასწორი მარკეტინგი კარგი ტექნოლოგიისთვის და პირიქით. ორივე შემთხვევაში კლიენტი ზარალობს და აქედან გამომდინარე შედეგებიც.
     წარმოიდგინეთ საუბრობთ მხოლოდ ფრანგულად და ხვდებით პირს, რომელიც ფლობს მხოლოდ ესპანურს. ეს შემთხვევა ძალიან ჰგავს შეხვედრას ტექნოლოგისა და მარკეტოლოგის შეხვედრას . ორივე სრულადაა ჩაბმული თავის საქმიანობაში და არც ინტერესდება რას აკეთებს მეორე. მათ ესაჭიროებათ მთარგმნელი.ტექნოლოგი, რომელმაც იცის მარკეტინგი, და მარკეტოლოგი რომელიც ფრობს ცოდნას ტექნოლოგიაში. მაგრამ როგორ უნდა მოვახერხოთ ეს?
  პირველი ნაბიჯია, რომ ორივე მხარემ დასვას საერთო ინტერესი, თუ რატომ. “რატომ” ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა, რომელსაც უამრავი პრობლემის გადაჭრა შეუძლია. რატომ გსურს ახალი მარკეტინგული სტრატგიის შექმნა ჩვენი ტექნოლოგიისთვის? რატომ ვერ შექმნა ის სხვამ აქამდე?  კარგი დასაწყისია, როცა ორივე მხარე ფიქრობს ერთი კითხვის გარშემო თუ -რატომ?!

   ენობრივი ბარიერის გადასალახავად არ გამოიყენოთ სიტყვები, გააშუქეთ ვიდეო. კლიენტების დაუკმაყოფილებლობის უკეთ საჩვენებლად, ანახეთ მათ შემქმნელებს ვიდეო, თუ როგორ მოქმედებს კლიენტი მოწყობილობის ყიდვისას, რათა უკეთ აღიქვას რეალური პრობლემები.  არანაირი სიტყვები, არანაირი კომერციული გათვლა, უბრალოდ ვიდეო ! ამით ორივე მხარე კმაყოფილები დარჩებით. ისინი ლაბორიტორიაში დაუყოვნებლივ გამოასწორებენ ხარვეზებს, თქვენ კი, მარკეტოლოგებო, შესაძლებლობა მოგეცემათ დაიპყროთ ახალი ბაზარი. ტექნოლოგებს არ სჯერათ მარკეტოლოგების, მათ სჯერათ მხოლოდ საკუთარი თვალების !

No comments:

Post a Comment