Friday, January 31, 2014
Thursday, January 23, 2014
ფერები და ბიზნესი
ფერები და ბიზნესი
როგორია ფერების გავლენა ბიზნესზე?
რატომ იყენებს ვოლმარტი და ფორდი ჭარბად ლურჯს?
რატომ გვხვდება კოკა-კოლის და Mcdonald-ის რეკლამებში წითელი?
და რა ფერია საუკეთესო თქვენი ბიზნესის წამოსაწყებად?
Wednesday, January 15, 2014
10 რჩევა თუ როგორ ვიყოთ უკეთესი ანტრეპრენიორები 2014 წელს
ახალი წლის დადგომა მშვენიერი მიზეზია, რათა საფუძვლიანად გავაანალიზოთ ჩვენი ჩვევები, მოვიშოროთ სიზარმაცე და მთლიანად გადავერთოთ საქმიანობაში.
ყოველი წელი ახალ დავალებებს გვთხოვს, , ასე რომ ყოველთვის კარგია მთლანად შევაჯამოთ თუ რა ვისწავლეთ და მომზადებულები შევხვდეთ ახალ წელს.
ქვევით წარმოგიდგენთ 10 რჩევას, თუ როგორ გავხდეთ უკეთესი ანტრეპრენიორები 2014 წელს.
Friday, January 10, 2014
Oculus Rift
ვირტუალური რეალობა ,როგორც უკვე გსმენიათ, კომპიუტერული გამოსახულებებითა და ხმებით სამყაროს მოდელირების (ხელახლა შექმნის) ხერხია. ამ ვირტუალურ სამყაროში მოსახვედრად საგანგებო ჩაფხუტი უნდა დაიხუროთ, რომელიც ეკრანებზე სამგანზომილებიან გამოსახულებებს გიჩვენებთ. ვირტუალური რეალობა ისეთ შეგრძნებას იწვევს, თითქოს სინამდვილეს ხედავდე, იქ იმყოფებოდე. ვირტუალურ რეალობას ჩინებულად იყენებენ წვრთნისა და სწავლებისთვის. მას შეუძლია თითქმის ნებისმიერი ვითარების მოდელირება მოახდინოს. მაგალითად, ვირტუალური თვითმფრინავი მფრინავებს საწვრთნელად გამოიყენება, ხოლო ვირტუალური ავტომანქანა — მძღოლებისა…..ვირტუალური წრვთნა რეალურ პირობებში მეცადინეობაზე უფრო იაფი და უსაფრთხოა.
Tuesday, January 7, 2014
რა არის ინოვაცია?
“ინოვაცია” - ალბათ ამ სიტყვის გაგონებისას უამრავი ტექნოლოგიური მიღწევა, სხვადასხვა განმარტება ან, თუნდაც, ნათურა გახსენდებათ. მართალია, არ არსებობს ინოვაციის დადგენილი განმარტება, მაგრამ შევეცდები ნათლად გადმოვცე მისი არსი და შინაარსი.
ინოვაცია არის მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილება პროდუქტის შეთავაზებაში, მომსახურებაში, ბიზნეს მოდელსა და მოქმედებაში. მარტივად, ინოვაცია არის რაიმე სიახლის, ან უკვე არსებულის ახლებურად გაკეთება. ეს სიტყვა გამოიყენება ძალიან დიდი ცვლილებების აღსაწერად, რომლებიც გამოიწვევს ფირმის მოღვაწეობის წარმატებულ განვითარებას. ეს ცვლილებები შეიძლება დაკავშირებული იყოს ახალ ან გაუმჯობესებულ პროდუქტთან, პროცესთან, მარკეტინგულ დანახარჯებთან, ინვესტიციებთან, ინტელექტუალური საკუთრების შექმნასთან ან ტექნოლოგიების შესყიდვასთან.
Sunday, January 5, 2014
Entreprenepurship ! ( Agent oc changes)
დღესდღეობით უამრავი ტერმინი არსებობს, რომელთა მნიშვნელობა ცოტამ თუ იცის. ამ პოსტში ერთ-ერთის განმარტებას შემოგთავაზებთ. ესაა entrepreneurship-ი.
ქართულად ეს სიტყვა ითარგმნება როგორც მეწარმეობა , თუმცა ის მხოლოდ ამ მნიშვნელობით არ შემოიფარგლება. ეს არის უნარი და მზადყოფნა რომ განავითარო, ორგანიზება გაუკეთო და მართო სარისკო ბიზნესი, მთელი მისი საშიშროებებით, რათა მიაღწიო წარმატებას და მიიღო მოგება. ყველაზე ნათელი მაგალითი entrepreneurship-ის არის ახალი ბიზნესის წამოწყება.
Subscribe to:
Posts (Atom)