Tuesday, April 8, 2014

Crowdfunding


როდესაც გლობალური ფინანსური კრიზისი შემოიჭრა მსოფლიო ეკონომიკაში, გაჩნდა კოლექტიური კაპიტალდაბანდების სისტემა (Crowdfund), ერთ-ერთი ახალი გზა, პროექტის დასაფინანსებლად. სოციალური მედიის ძალიან დიდი პოპულარობის ხარჯზე, ხალხმა დაიწყო ფორუმების გამოყენება თავიანთი პროექტის დასაფინანსებლად. კოლექტიური დაფინანსების სისტემა წარმატებული აღმოჩნდა არაკომერციული სოციალური პროექტების განხორციელებისთვის. სტარტაპ კომპანიებმა კი ახლა დაიწყეს ამ მეთოდის გამოყენება ბიზნესის დაფინანსებისთვის. ეკონომისტთა გარკვეული რაოდენობა ქრაუდფანდინგს უყურებს, როგორც მსოფლიო ეკონომიკის დინამიკის შეცვლის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს.



მიუხედავად იმისა, რომ მეწარმეები იყენებენ ინოვაციურ ქრაუდფანდინგის მოდელს, საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და სოციალური მუშაკების გარკვეული ნაწილი იყენებს კოლექტიური დაფინანსების ტრადიციულ ხერხებს შემოწირულობის შეგროვებისთვის. ბოლო პერიოდში ინვესტიციის მოძიების ამ გზამ მოიცვა ახალი მიმართულებები, როგორებიცაა სპორტი, საჩუქრები, მუსიკა, აპლიკაციები და ა.შ.ქრაუდფანდინგის შესაძლებლობები უსაზღვროა.


ქრაუდფანდის საიტების ჩამონათვალი Forbes-ის მიხედვით:


Forbes-ის მიერ ყველაზე წარმატებულ ონლაინ ფორუმად მიჩნეულია Kickstarter. 61 000 წარმატებული დაფინანსებული პროექტის მეშვეობით საიტი გახდა ყველაზე პოპულარული. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად არაერთ პროექტს აფინანსებს, საიტს არ დებს ფულს ქველმოქმედებასა და პირადი საჭიროებისთვის (მაგალითად საშობაო საჩუქრების შეძენისთვის და სხვა). Kickstarter ყოველი დაფინანსებული პროექტის შემოსავლის 5%-ს იღებს.




Indiegogo არის მეორე ყველაზე წარმატებული ვებ გვერდი ამ მიმართულებაში. შეიძლება Kickstarter-სა და Indiegogo-ს შორის განსხვავება ვერ დაინახოს მომხმარებელმა, მაგრამ Indiegogo-ს ბევრად უფრო მოქნილი და გონივრული საგადასახადო სტრუქტურა აქვს ვიდრე Kickstarter-ს. Indiegogo იღებს მთლიანი შემოსავლის 4%-ს თოთოეული დაფინანსებული პროექტიდან და მომხმარებელს სთავაზობს უფრო კომფორტულ პირობებს. ეს საიტი ნელ-ნელა ხდება ყველაზე ნახვადი პლათფორმა, რადგან ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს თავიანთი სასობაო სურვილებიც კი განათავსონ ვებ გვერდზე.




Crowdrise-ის მსგავსი საიტი სულ რამდენიმეა. ის ორიენტირებულია მოიძიოს დაფინანსება ქველმოქმედებისთვის და სოციალური კეთილდღეობისთვის. საიტი ასევე აგროვებს შემოწირულობას ისეთი საკითხებისთვის, როგორიცაა ცხოველთა უფლებები, განათლება, საავადმყოფოების აღჭურვილობა და ა.შ.




Crowdfunder არის კიდევ ერთი ამერიკული კოლექტიური დაფინანსების პლათფორმა. ის განსხვავდება მისი მსგავსი ვებ გვერდებისგან იმით, რომ საიტი მუშაობს მხოლოდ კორპორატიულ ფანდრაიზინგზე. საიტი ეხმარება ბიზნესის მფლობელებს, რომ ადგილობრივ ინვესტორებს და მეწაარმეებს შეხვდნენ. 20 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა ამ ქსელს.




SportsFunder არის პლატფორმა სპორცმენებისთვის, ენთუზიასტებისა და გულშემატკივრებისთვის. ამ საიტის იდეა მდგომარეობას იმაში, რომ უზრუნველყოს ტრანსპორტი გულშემატკივრებისთვის, რათა სპორცმენებმა აიხდინონ თავიანთი ოცნებები. არ აქვს მნიშვნელობა მოყვარული ხარ თუ პროფესიონალი.



No comments:

Post a Comment