დღესდღეობით ყოველდღიურად გავიგებთ სიტყვას "მარკეტინგი" , თუმცა ბევრი ჩვენგანი ვერ ხვდება თუ რა იგულისხმება მის მიღმა და რა სახის საქმიანობას ახორციელებს. ამ პოსტში წარმოგიდნეგთ რამდენიმე მარკეტინგულ სტრატეგიას, რომელიც ჩვენდაგაუცნობიერებლად ზემოქმედებს ჩვენზე და ეხმარება ბიზნესს წინსვლაში. მაშ ასე : როგორ „გვითრევენ“ მარკეტოლოგები
1) იძულებულს გვხდიან წითელი ფერის ასოცირება მოვახდინოთ ფასდაკლებასთან.
ჩვენს ცნობიერებაში წითელი ფერი უკვე დიდი ხანია ფასდაკლებასთან ასოცირდება. მაგრამ იყავით ყურადღებით, ხშირად ამ ფერის ეტიკეტებზე გამოსახული ფასი სრულიად უმნიშვნელოდ ან საერთოდაც არ არის დაკლებული. მიუხედავად ამისა, მყიდველი მაინც ყიდულობს ამ ეტიკეტის მქონე საქონელს, რისი მიზეზიც ცნობიერებაში უკვე ჩამოყალიბებული ასოციაციაა.
2) გვთავაზობენ ძალიან დიდ ურიკებს.
ურიკები თითქმის ყოველთვის გაცილებით დიდია, ვიდრე საშუალო
სტატისტიკური ოჯახისათვის საჭირო სამომხმარებლო კალათა.
3)გვიქმნიან ილუზიას იმისა, რომ ხილი და ბოსტნეული ახალია.
4) . შეიმუშავეს ფორმულა სახელწოდებით „მარცხენა-მარჯვენა“.
სუპერმარეტთა უმეტესობაში მოქმედებს ე.წ. „მარჯვენა ხელის“ კანონი: მომხმარებელი გადაადგილდება საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. ამ დროს ყოველ ჯერზე ბრუნდება მარცხნივ, თავს კი, პროდუქტების დასათვალიერებლად აბრუნებს მარჯვნივ.
შესაბამისად, მისი ხედვის არეში პირველ რიგში ექცევა მარჯვენა კედლის შუა ნაწილი. ეს არის ე.წ. „ოქროს თაროები“, რომლებზეც, როგორც წესი, ყველაზე ძვირ ან ისეთ პროდუქტს დებენ, რომელსაც მალე ვადა გაუვა.
5) გთავაზობენ „თანმხლებ“ პროდუქტებს
ხშირად, ძირითადი პროდუქტის გვედით არის დაწყობილი ე.წ. „თანმხლები’ პროდუქტი. მაგალითად, თევზთან გვხვდება ჩიფსები ან გამხმარი წვრილი თევზი, ორცხობილებთან - წვენები ან ლიმონათები, პერანგებთან - ჰალსტუხები და ა.შ., რათა ეს პროდუქტებიც „გავაყოლოთ“ ხელს.
ამასთან ერთად თუ დავაკვირდებით დიზაინს , ვნახავთ რომ ძირითადი ფერი არის თბილი , რათა სასიამოვნოდ განეწყოთ გარემოს მიმართ და კიდევ უფრო დიდხანს დაყოვნდეთ. დღეს იშვიათად თუ ნახავთ ცენტრს, სადაც არ ისმის მუსიკა. კლიენტის მოზიდვისა და გაჩერების გავრცელებული ხერხია სასიამოვნო მუსიკის ჩართვა, რადგან ამ დროს ადამიანის გონება მოდუნებულია, ის თავს მეტად თავისუფლად გრძნობს და არ არის შებოჭილი.
No comments:
Post a Comment