პატარა თამაში: ჰკითხეთ გვერძე მყოფს რა არის მისთვის
ყველაზე ინოვაციური ნივთი: თუ ის საშუალო ასაკის პირია, მოსალოდნელია გიპასუხოთ: თვითმფრინავი,
მანქანა, „google” , პლანშეტური კომპიუტერი
და მსგავსი ნივთები. მაგრამ თუ საუბარს განაგრძობთ
ეს თამაში ბევრს გასწავლით.
პირველ რიგში
რასაც აღმოაჩენთ არის ის, რომ თქვენ დაგჭირდებათ რამდენიმე ამოსავალი პუნქტი, რათა
გადაწყვიტოთ რა ქმნის ინოვაციას მნიშვნელოვნად.
დავფიქრდეთ,
ჩვენი საზომი წლიური შემოსავალი უნდა იყოს?
შეიძლება პასუხმა გირაომდე მიგვიყვანოს, ანდა უფრო მოსალოდნელია ვალი; თუ შემოსავლიანობა არის გასაღები ? მაშინ საუბარის თემა ნავთობი გახდება. კლინეტთა მომსახურება ხომ არა? მაშინ მაკდონალდის სერვისი გაგვიელვებს თვალწინ.
სწორედ
ეს მსჯელობაა ძირითადი ნაწილი, რაც თამაშს
ღირებულს ხდის.
მაგრამ მოდით ვივარაუდოთ, რომ გადავლახავთ ყველა ამ
კომერციულ გათვლებს და ჩვენი ქსელი უფრო ფართო გზაზე გაგვიყვანს. ანუ მოვილაპარაკოთ,
რომ უდიდესი ინოვაციები არის ის საგნები, რომლებმაც
ყველაზე მედატ შეცვალეს კაცობრიობა.
ახლა თქვენ
უნდა განიხილოთ, რომელმა ინოვაციებმა გააუმჯობესეს ჩვენი უსაფრთხოება, ცხოვრების ხარისხი
და ხანგრძლივობა.
ამ ლოგიკაზე დაყრდნობით
უკვე შეგვიძლია რეიტინგის შედგენა, და ეს არის:
- იარაღი
- მათემატიკა და რიცხვი 0
- ფული
- ბეჭდვა
- თავისუფალი და კაპიტალის ბაზრები
- შინაური ცხოველები და სოფლის მეურნეობა
- საკუთრების უფლება
- ანესთეზია და ქირურგია
- ვაქცინა და ანტიბიოტიკი
- ნახევარფაბრიკატები
- ინტერნეტი
- გენეტიკური კოდი
- კონტეინერები
თქვენ შეგიძლიათ
შეეწინააღმდეგოთ ამ არჩევანს- იმედი მაქვს ასეც მოხდება. ( თამაში მაშინ ხდება საინტერესო,როცა
მოთამაშე საკუთარ განსხვავებულ პოზიციას გამოხატავს და იცავს მას) .
ყველაზე გასაოცარ
შედეგს ვიღებთ , როცა ვაანალიზებთ თუ რა ჩამოვწერეთ.
შევამოწმოთ: თავდაპირველად თავში
გაგვიელვა მობილურმა, კომპიუტერმა, მანქანამ....- მატერიალურმა, კონკრეტულმა ნივთებმა.
საბოლოო სიას თუ შევხედავთ ის სრულიად განსხვავებულია .
მთავარი
სწორედ დასკვნაა: ყველა დროის ინოვაციები ძირითადად
არა მატერიალური ნივთებია, არამედ პროცესები, აბსტრაქტული საგნები, რომლებმაც ნამდვილად
შეცვალეს კაცობრიობა.
No comments:
Post a Comment