Friday, April 4, 2014

ვებ-გვერდები დროის პროდუქტიულად გატარებისვის



“დრო ფულია”, ეს ტერმინი ძალიან პოპულარული და გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. მისი მნიშვნელობა ყველაზე კარგად, ალბათ, მეწარმეული სულისკვეთების მქონე ადამიანებს ესმით. უმიზნოდ და უშედეგოდ გატარებული თითოეული წამი თუ წუთი შეიძლება ძალიან “ძვირად დაუჯდეს” ნებისმიერ ჩვენგანს… სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში გაეცნობით ვებ საიტებს, რომლებიც დაგეხმარებათ საინტერესოდ და პროდუქტიულად გაატაროთ თავისუფალი დრო.






ინტერნეტ სივრცე არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და დღითიდღე მზარდი სივრცე, სადაც მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს ეძლევა შანსი ერთმანეთს დაუკავშირდნენ, მიუხედავად მანძილისა. ეს ინტერნეტ სივრცის ყველაზე მნიშვნელოვანი დადებითი მხარეა. მაგრამ ადამიანებს შეუძლიათ ეს რესურსი უფრო პროდუქტიულად გამოიყენონ.






თუ თქვენ სერიოზულად აპირებთ რაიმე ახალი შეისწავლოთ,  ფული გამოიმუშავოთ, ან მეტი
შეიტყოთ სხვადასხვა კულტურის შესახებ, საჭიროა მხოლოდ ინტერნეტი.
დღეს, ძირითადად მთელი ადამიანური ცოდნა და გამოცდილება ერთ სივრცეშია თავმოყრილი და ის თქვენს ხელთაა! თქვენით აირჩიეთ, გინდათ სასაცილო ვიდეოების ყურება, მეგობრებთან ჭორაობა, ამა თუ იმ კომპიუტერული თამაშით გართობა, თუ - სიახლეების, ახალი იდეების აღმოჩენა, თვითგანვითარება და ა.შ


ეს საიტების ჩამონათვალი დაგეხმარებათ გაატაროთ დრო გონივრულად. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი შეცვლიან თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ და დაგეხმარებიან პროფესიულ თუ პიროვნულ ზრდაში!


  1. www.openculture.com - ეს არის საუკეთესო კულტურულ საგანმანათლებლო ვებ საიტი მთელ ინტერნეტ სივრცეში. ამჟამად საიტზე ნახავთ უფასო ონლაინ კურსებს, აუდიო წიგნებს, ფილმებს, ენის გაკვეთილებს და სხვა.
  2. www.fastcompany.com - აქ თქვენ შეძლებთ ნახოთ საინტერესო სტატიები თემებზე: ინოვაციები, ტექნოლოგიები, ეკონომიკა, ლიდერობა და დიზაინი. თუ ხართ მეწარმე, ბიზნესის მფლობელი ან უბრალოდ ენტუზიასტი, ეს საიტი თქვენთვისაა.
  3. www.duolingo.com - ჩემი მეგობარი, რომელიც ესპანურს სწავლობს, ძალიან ხშირად იყენებს ამ საიტს. ის გთავაზობთ უფასო ენის გაკვეთილებს. თუ ახლა იწყებ რომელიმე ენის შესწავლას, ეს საიტი საუკეთესო სტარტია.
  4. www.khanacademy.org - თუ არ გსმენიათ ამ საიტის შესახებ, აუცილებლად უნდა აანაზღაუროთ დაკარგული დრო! აქ თავმოყრილია ათასობით საგანმანათლებლო ვიდეო, თითქმის ყველა თემაზე, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოთ. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ის სრულიად უფასოა!
  5. www.medium.com - ადგილი, სადაც შეგიზლიათ წეროთ, გააზიაროთ იდეები, ისტორიები, თქვენი მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხზე და ა.შ.
  6. www.ted.com - Ted-ი გთავაზობთ უფასო პრეზენტაციებს თითქმის ყველა პროფესიის წარმატებული, ჭკვიანი, გამოცდილი ადამიანებისგან. მათი საუბრები ძალიან დამაფიქრებელი, ინსპირაციული და გასაგიჟებელია!!!
  7. www.gamesforthebrain.com - ეს საიტი მათთვისაა, ვისაც უყვარს თამაშები გონების სავარჯიშოდ. აქ ნახავთ უამრავ გამოცანას, ვიქტორინას, ტესტს და თამაშს, რომლებიც მოდუნების საშუალებას არ მოგცემენ.
  8. www.vocabulary.com - სახელისან გამომდინარე, მიხვდებით, რომ ეს არის საიტი, რომელიც ლექსიკის გაფართოვებაში და ენის უკეთ შესწავლაში დაგეხმარებათ.
  9. www.howtodothings.com - თუ ოდესმე გაგჩენიათ კითხვა “როგორ უნდა გავაკეთო?” ეს ვებ გვერდი “გაგცემთ” პასუხს.
  10. www.freerice.com - ეს ვიქტორინა შექმნილია გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის მიერ. ყოველი სწორად გაცემული პასუხით თქვენ გამოკვებავთ მათ, ვინც შიმშილობს.



საინტერესო ვებ-გვერდების ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, ამით არ მთავრდება…



2 comments:

  1. sainteresoa ^_^ enis swavla visac gsurt kidev shegidzlia shexvidet :lingualeo.com-ze da tu gsurt esaubrot ucxoelebs online chat-shi praqtkul gaketilebtan ertad girchevt daregistrirdet busuu.com-ze :))

    ReplyDelete